დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.
ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.
დეილი ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.
დეილი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას წარმოების ოპერატორის პოზიციაზე ქუთაისში.
სამუშაო ადგილი - ქუთაისი, ლომოურის მე-2 შესახვევი N1
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
-
ფილიალებიდან შემოსული შეკვეთების მიღება და დამუშავება;
-
წარმოების პროცესის მონიტორინგი და დამზადებული პროდუქციის რაოდენობის ასახვა პროგრამაში;
-
მზა პროდუქციის აღრიცხვა და ფილიალებში გაწერა;
-
საჭირო დოკუმენტაციის წარმოება და ანგარიშგების მომზადება;
-
ინფორმაციის დროული გაცვლა და კოორდინაცია შესაბამის გუნდებთან წარმოების პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარები:
-
სასურველია სამუშაო გამოცდილება წარმოების, ლოგისტიკის ან რითეილის მიმართულებით;
-
1С პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
-
Microsoft Excel-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
-
ყურადღება დეტალებისადმი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.