ლოკაცია: ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის 40
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-09-01 - 2026-09-30
დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.დეილი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის მფლობელის ვაკანტურ პოზიციაზე. სამუშაო ადგილი - თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაზის 40; სამუშაო გრაფიკი - 09:00-17:00 სთ (ორშ-ხუთშ); 09:00-14:00 (პარასკევი); ძირითადი მოვალეობები: პროდუქტის მიზნების ფორმირება და მისი გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის შექმნა, კომპანიის საერთო ხედვასთან თანხვედრაში;ბაზრის კვლევისა და მომხმარებლის ქცევის ანალიზზე დაყრდნობით, პროდუქტის განვითარების ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა;ბიზნეს მოთხოვნების შეგროვება და ანალიზი, ბექლოგის ეფექტიანი მართვა, ამოცანების პრიორიტეტიზაცია და განვითარების ეტაპების დაგეგმვა;დიზაინერებთან და დეველოპმენტ გუნდთან მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობა;Scrum პროცესების მართვა და Sprint ციკლის სრული კოორდინაცია — დაგეგმვიდან რეტროსპექტივამდე;პროდუქტის ეფექტიანობის ანალიზი და მუდმივი გაუმჯობესების ინიცირება მომხმარებლის გამოცდილებისა და ბიზნეს პროცესების გასაუმჯობესებლად.ძირითადი მოთხოვნები: მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება Product Owner-ის პოზიციაზე;Agile / Scrum მეთოდოლოგიით მუშაობის გამოცდილება;Jira-სა და Confluence-ში მუშაობის გამოცდილება; პიროვნული უნარები: ძლიერი ანალიტიკური უნარები;შედეგებზე ორიენტირებულობა;მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;ეფექტური კომუნიკაციის უნარი;