დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.
ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.
ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა: ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.
დეილი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე ახალციხეში.
Სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი - 40 სთ კვირაში
სამუშაო ადგილი - ახალციხე
ძირითადი მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტების დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით შერჩევითი ან სრული ინვენტარიზაციის ჩატარება;
- ინვენტარიზაციის პროცესში დაფიქსირებულ გადაცდომებზე დროული რეაგირება;
- ინვენტარიზაციის შედეგების შესაბამის პროგრამაში სწორად და ზუსტად დაფიქსირება.
მოთხოვნები:
- სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე ან საცალო ვაჭრობის სფეროში;
- Microsoft Excel-ის ცოდნა საშუალო დონეზე;
- სასურველია ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (მაგ.: 1C, SAP, Oracle ან სხვა);
- მართვის მოწმობა (B კატეგორია);
- პირადი ავტომობილი(სასურველია).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მონაცემებთან ზუსტად და სწორად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სანდოობა;
- ორგანიზებულობა და დისციპლინა.