IT მხარდაჭერის სპეციალისტი
20-07-2026 - 20-08-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.

ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.

ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.

დეილი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.  

 

Სამუშაო პირობები: 

სამუშაო გრაფიკი : სრული

სამუშაო ადგილი : სათაო ოფისი - თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის 40

ძირითადი მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტებზე არსებული ტექნიკური აღჭურვილობის (სალარო აპარატის, ელექტრონული სასწორის, ბარკოდის სკანერის..) გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • სავაჭრო ობიექტის ნებისმიერი ტექნიკის  გამართულად მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრა, დისტანიცურ რეჟიმში ან ფიზიკურად სავაჭრო ობიექტებზე ვიზიტი; 
  • სავაჭრო ობიექტებზე არსებული ტექნიკური მოწყობილობების   გამართულად მუშაობის პერიოდული მონიტორინგი და მოსალოდნელი   პრევენცია;
  • სავაჭრო ობიექტებზე დამონტაჟებული კამერებისა და ჩამწერი მოწყობილობების ქსელთან კავშირის უზრუნველყოფა და კურირება;

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება(ინფორმაციული ტექნოლოგიები, კომპიუტერული სისტემები და ქსელები);
  • კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების ტექნიკური უზრუნველყოფის სფეროში მუშაობის  1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

 

  • მართვის მოწმობა(B კატეგორია);
  • საკუთარი ავტომობილი.
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!