დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.
ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.
ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.
დეილი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების ამგროვებლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის 40.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტებისთვის განსაზღვრულ ვადებში პოკეტით პროდუქციის აგროვება და მომზადება სადისტრიბუციოდ;
- სადისტრიბუციოდ აგროვებული პროდუქციის პალეტზე დაზიანების გარეშე განთვსება;
- აგროვებული პროდუქციის სტანდარტის/ინსტრუქციის შესაბამისად შეფუთვა და შეფუთვაზე შესაბამისი სავაჭრო ობიექტის მონაცემების განთავსება;
- გამზადებული შეკვეთის კონკრეტული სავაჭრო ობიექტისთვის განკუთვნილ სასაწყობე სივრცეში განთავსება;
- მოთხოვნისამებრ, აგროვებული პროდუქციის მარაგების აღრიცხვის ზონაში გადატანა;
- სამუშაო/სასაწყობე სივრცის დალაგება - სასაწყობე ინვენტარის, პალეტების, ყუთების და სხვა სასაწყობე ინვენტარის განთავსება შესაბამისად განსაზღვრულ ადგილზე;
- ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დისციპლინირებულობა.