მიწოდების აგენტი_ მძღოლი (C კატეგორია)
22-05-2026 - 22-06-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.

ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.

ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.

 

დეილი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას   С კატეგორიის მძღოლის  პოზიციაზე.

 

 სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის #40;

 

გრაფიკი: ცვლებში(დღე, ღამე) ;

ტრანსპორტირება: მ/ს სამგორიდან;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტისთვის პროდუქციის  მიწოდება და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
  • პროდუქციის უვნებლად და დაუზიანებლად ტრანსპორტირების უზრუველყოფა;
  • სავაჭრო ობიექტიდან პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში პროდუქციის სწორად მითვლა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
  • ობიექტიდან დაბრუნებული პროდუქციის საწყობისთვის სწორად მითვლა.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • აუცილებელია მანქანის მართვის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი);
  • აუცილებელია მართვის მოწმობა - C კატეგორია.

 

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დისციპლინირებულობა.

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<