ინვენტარიზაციის სპეციალისტი - ონი
27-05-2026 - 27-06-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.

ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.

ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა: ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.

დეილი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე  ონში.

 

Სამუშაო პირობები:  

 სამუშაო გრაფიკი - 40 სთ კვირაში 

სამუშაო ადგილი - ონი

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტების დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით შერჩევითი ან სრული ინვენტარიზაციის ჩატარება;
  • ინვენტარიზაციის პროცესში დაფიქსირებულ გადაცდომებზე დროული რეაგირება;
  • ინვენტარიზაციის შედეგების შესაბამის პროგრამაში სწორად და ზუსტად დაფიქსირება.

 

მოთხოვნები:

  • სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე ან საცალო ვაჭრობის სფეროში;
  • Microsoft Excel-ის ცოდნა საშუალო დონეზე;
  • სასურველია ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (მაგ.: 1C, SAP, Oracle ან სხვა);
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია);
  • პირადი ავტომობილი(სასურველია).

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მონაცემებთან ზუსტად და სწორად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სანდოობა;
  • ორგანიზებულობა და დისციპლინა.

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<