პერსონალის შერჩევის სპეციალისტი
22-05-2026 - 22-06-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.

ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.

ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.

დეილი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას   პერსონალის შერჩევის სპეციალისტის    პოზიციაზე

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის #40 

სამუშაო გრაფიკი: სრული 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • კანდიდატების მოძიება სხვადასხვა არხების გამოყენებით;
  • წინა ხაზის ვაკანტური პოზიციების შერჩევის სრული ციკლის მართვა, შერჩევის ეტაპების დაგეგმვა/განხორციელება;
  • ელექტრონული ბაზების წარმოება, მართვა და განახლება;
  • სხვადასხვა დასაქმების სააგენტოებთან თანამშრომლობა და შედეგების შეფასება;
  • კანდიდატების მოძიებისთვის პროექტების ინიცირება და განხორციელება; 

 

ძირითადი მოთხოვნები : 

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან ფსიქოლოგიის მიმართულებით; 
  • სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება პერსონალის შერჩევის მიმართულებით; 
  • Excel-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; 
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; 

 

პიროვნული უნარები: 

  • ძლიერი კომუნიკაციის უნარი; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პროცესის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი; 
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!