დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.
ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.
ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა: ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.
დეილი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი კატეგორიის მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.
Სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-ხუთშაბათი 09:00-17:00; პარასკევი 09:00-14:00
სამუშაო ადგილი - თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის 40.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომწოდებლებთან პირველადი კომუნიკაციის და მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობის მიღება;
- სხვადასხვა, კონკრეტული კატეგორიის პროდუქტებისთვის ფასწარმოქმნის ფაილის აწყობა, პირველადი ფასების დადგენა;
- აქციების შედგენა, დაგეგმარება - სააქციო პოზიციების არჩევა და დადასტურება კატეგორიის მენეჯერთან და მომწოდებლებთან;
- კატეგორიის მენეჯერთან ერთად კატეგორიის პლანოგრამების შექმნა, ფილალებში მათი დანერგვა/მონიტორინგი;
- PL-ისთვის და იმპორტისთვის რეპორტინგი;
- კატეგორიის მენეჯერის მოთხოვნის შესაბამისად, ინდივიდუალური რეპორტების მომზადება;
- სავაჭრო ფილიალებში მუდმივი ვიზიტები და მონიტორინგი;
მოთხოვნები:
-
უმაღლესი განათლება;
- კომერციული მიმართულებით განვითარების ინტერესი (შესაბამისი მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
- Excel-ის კარგად ცოდნა;
-
პროცესების ორგანიზებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
-
პასუხისმგებლობის გრძნობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
-
ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
-
გუნდურად მუშაობის უნარი.