დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.
ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.
ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.
Daily Group აცხადებს ვაკანსიას Solutions Architect-ის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევი
სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00 სთ (ორშ-ხუთშ); 09:00-14:00 (პარასკევი);
ძირითადი მოვალეობები:
- ჩართულ მხარეებთან ბიზნესის საჭიროების შესწავლა, პროცესების ანალიზი, ფუნქციური და სისტემური მოთხოვნების ჩამოყალიბება;
- სისტემების არქიტექტურის დაგეგმვა, შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნა და განახლება;
- არსებული სისტემების და არქიტექტურის ანალიზი, გაუმჯობესების შესაძლებლობის გამოვლენა მაღალი წარმადობის და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად;
- ტესტირების სცენარებისა და პროდუქტის ჩაბარების კრიტერიუმების განსაზღვრა, ტესტირების დაგეგმვასა და შედეგების ანალიზში მონაწილეობის მიღება;
- ამოცანის მოცულობისა და სირთულის შეფასება, კომპლექსური გამოწვევების ანალიზი და გადაწყვეტილებების შემუშავება;
- ალტერნატიული გადაწყვეტების შეფასება და IT გუნდთან ოპტიმალური გზის განსაზღვრა;
ძირითადი მოთხოვნები:
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- enterprise-დონის გადაწყვეტების შექმნის (ან შექმნის პროცესში მონაწილეობის) გამოცდილება;
- cross-functional გუნდებთან მუშაობისა და ტექნიკური მიმართულების ლიდერობის გამოცდილება კომპლექსური პროექტების დაგეგმვიდან სრულ დანერგვამდე;
- ტექნიკური პრობლემების root cause analysis-ის ჩატარებისა და production-level საკითხების code-level troubleshooting-ში მონაწილეობის უნარი;
- Backend სერვისების არქიტექტურის, ბიზნეს ლოგიკის, მონაცემთა ნაკადებისა და ინტეგრაციების კოდის დონეზე გაგებისა და შეფასების უნარი;
- თანამედროვე ტექნოლოგიებთან: caching, messaging და asynchronous processing მიდგომებთან მუშაობის გამოცდილება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
- ძლიერი ანალიტიკური უნარები;
- ინიციატივიანობა;
- შედეგებზე ორიენტირებულობა;
- მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;