ანაზღაურებადი სტაჟირება HR დეპარტამენტში
12-10-2026 - 12-11-2026

დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.

ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.

ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.

დეილი ჯგუფი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას HR დეპარტამენტში. 

 

სამუშაო ადგილი : სათაო ოფისი - თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის 40

სამუშაო გრაფიკი : ორშაბათი - ხუთშაბათი 09:00-17:00

                                    პარასკევი 09:00-14:00 დისტანციურად

 

 

ჩვენ ვეძებთ :

  • ორგანიზებულ და ყურადღებიან სტუდენტს, რომლის ინტერესის სფეროა ადამიანური რესურსების მართვა;
  • კომუნიკაბელურია და მოსწონს ახალ ადამიანებთან ურთიერთობა;
  • ცნობისმოყვარეა და აქვს სწავლის სურვილი;

 

რას მიიღებ ჩვენგან :

  • რეალურ გამოცდილებას HR-ში, რომელსაც CV-ში ამაყად ჩაწერ;
  • მენტორს, რომელიც ყველაფერში დაგეხმარება;
  • მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;

 

რას გააკეთებ :

  • მართავ კარიერულ გვერდებს;
  • მართავ კანდიდატების ბაზებს: დაამატებ ახალ კანდიდატებს, განაახლებ სტატუსებს და იზრუნებ, რომ ყველაფერი წესრიგში იყოს;
  • დაუკავშირდები კანდიდატებს, მოუყვები პოზიციის შესახებ და დაგეგმავ გასაუბრებებს;
  • ჩაერთვები კანდიდატების შერჩევის  სხვადასხვა ეტაპზე და გაიგებ, როგორია ეს პროცესი პრაქტიკაში;  

 

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!