ბიზნესის ციფრული განვითარების ხელმძღვანელი
15-10-2026 - 15-11-2026

დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.

ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.

ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.

დეილი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის ციფრული განვითარების ხელმძღვანელის  ვაკანტურ პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილი : სათაო ოფისი - თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის 40

სამუშაო გრაფიკი : ორშაბათი - ხუთშაბათი 09:00-17:00

                                    პარასკევი 09:00-14:00

 

 

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • ბიზნესის ციფრული განვითარების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება; ახალი ციფრული ბიზნესმიმართულებების და შემოსავლის წყაროს იდენტიფიცირება;
  • ციფრული ტრანსფორმაციის წარმათვა ბიზნესის ყველა ძირითად პროცესში;
  • ციფრული გაყიდვების არხების განვითარება და მართვა, მათ შორის გაყიდვების და მომგებიანობის ზრდაზე პასუხისმგებლობა;
  • ლოალობის პროგრამების განვითარება, მომხმარებელების ჩართულობის და შენარჩუნების ზრდა;
  • მობილური აპლიკაციების, ვებ პლატფორმების და სხვა ციფრული პროდუქტების და სერვისების სტრატეგიული განვითარების ხელმძღვანელობა;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის მართვის ან ფინანსების მიმართულებით;
  • 5+ წლის გამოცდილება ციფრულ მიმართულებებზე, ლიდერულ პოზიციაზე, სასურველია რითეილში;
  • ციფრული გაყიდვების არხების განვითარების გამოცდილება გაყიდვებისა და მომგებიანობის რეალური ზრდის მაჩვენებლით;
  • ლოიალობის პროგრამების შექმნის და მართვის გამოცდილება;
  • მსხვილი მასშტაბით ციფრული ტრანსფორმაციის პროექტების წარმატებით განხორცელების გამოცდილება;

 

 

ლიდერული კომპეტენციები :

  • სტრატეგიული აზროვნება და გრძელვადიანი ხედვა;
  • ანალიტიკური აზროვნება, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების მართვის უნარი;
  • შედეგებზე ორიენტირებულობა და ბიზნეს შედეგებზე პასუხისმგებლობა;
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!