მაცივრის ტექნიკოსი
24-04-2026 - 24-05-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი. 

ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში. 

ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს. 

  

დეილი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას  მაცივრის ტექნიკოსის  პოზიციაზე  

  

 

სამუშაო ადგილი - თბილისი; 

 სამუშაო გრაფიკი - გამოძახების მიხედვით; 

  

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • მაცივრების, საყინულეების, კომერციული გამაგრილებელი სისტემებისა და HVAC სისტემების დიაგნოსტიკა და შეკეთება; 
  • დაზიანებული ან მოძველებული დეტალების შეცვლა (კომპრესორი, თერმოსტატი, კონდენსატორი და სხვ.); 
  • გამაგრილებელი სითხეების (ფრეონის) შევსება ან ამოღება უსაფრთხო წესებით; 
  • ელექტრო და მექანიკური სისტემების ტესტირება და გამართვა; 
  • პროფილაქტიკური მომსახურების გრაფიკის დაცვა; 
  • უსაფრთხოების სტანდარტების და ტექნიკური რეგულაციების დაცვა. 

 

 

ძირითადი მოთხოვნები: 

  • ტექნიკური განათლება ცივ ტექნიკასა ან ელექტრომექანიკაში (სასურველია კოლეჯის ან პროფესიული სასწავლებლის დიპლომი); 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი); 
  • ფრეონთან მუშაობის სერტიფიკატი (საჭიროების შემთხვევაში)
  • ელექტროსქემების წაკითხვისა და დიაგნოსტიკის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დროულად მუშაობის უნარი; 
  • მართვის მოწმობა, პირადი მანქანა. 

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<