IT ქოლ-ცენტრის ოპერატორი
14-07-2026 - 14-08-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.

ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.

ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.

 

"დეილი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას IT  ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილი : სათაო ოფისი - თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის 40.

სამუშაო გრაფიკი: სრული

 

ძირითადი მოვალეობები:

  • შემომავალი სატელეფონო ზარებისა და IT მხარდაჭერის მოთხოვნების მიღება და დამუშავება;
  • მომხმარებლის ტექნიკური პრობლემების დეტალური ანალიზი და გამოვლენა;
  • ინციდენტებისა და მოთხოვნების რეგისტრაცია და მართვა Help Desk სისტემაში;
  • მიღებული ინფორმაციის სრულყოფილად დაფიქსირება, პრიორიტეტების განსაზღვრა და შესაბამის ჯგუფებზე გადამისამართება.

ძირითადი მოთხოვნები, პიროვნული უნარები:

  • მომხმარებელთა მომსახურებაში ან ქოლ ცენტრში მუშაობის გამოცდილება სასურველია;
  • კომუნიკაციის კარგად განვითარებული უნარები;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!