დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.
ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.
ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.
დეილი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომელის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული, ცვლებში.
სამუშაო ადგილი : თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის 40
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის ოპტიმალურად განაწილება როლ-პალეტებზე უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, რათა ტრანსპორტირების პროცესში არ მოხდეს პროდუქციის დაზიანება;
- საწყობში აგროვებული პროდუქციის ჩატვირთვა სატრანსპორტო საშუალებებში დადგენილი მარშრუტებისა და შეკვეთების შესაბამისად;
- პალეტებთან, როლ-პალეტებთან და სხვა სატვირთო ინვენტართან მუშაობა;
- პროდუქციის სწორად და უსაფრთხოდ დაფიქსირება ჩატვირთვის პროცესში.
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.