კორპორატიული და ელექტრონული გაყიდვების კოორდინატორი
25-11-2026 - 25-12-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.

ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.

დეილი ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.

"დეილი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული და ელექტრონული გაყიდვების კოორდინატორის პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილი : სათაო ოფისი - თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის 40.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-ხუთშაბათი - 09:00-17:00, პარასკევი - 09:00-14:00

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კორპორატიული გაყიდვების მართვა - ბაზრის კვლევა;
  • კორპორატიული გაყიდვების ოპერაციული კოორდინაცია-კორპორატიული მომხმარებლების რეგისტრაცია, ხელშეკრულების/ინვოისის მომზადება;
  • შეკვეთების კოორდინაცია და დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი;
  • ელექტრონული გაყიდვების მართვა (Glovo, Wolt და სხვა ონლაინ პლატფორმები)- ონლაინ პლატფორმებზე ჩართული მაღაზიების საოპერაციო მაჩვენებლების, სამუშაო საათების, შეკვეთებისა და სალაროს ოპერაციების მონიტორინგი; ბუღალტრული აღრიცხვების კონტროლი;
  • სავაჭრო ობიექტების მხარდაჭერა ონლაინ გაყიდვების ყოველდღიურ პროცესებში;

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავსი  მიმართულებით;
  • ელექტრონული გაყიდვების პლატფორმების მუშაობის პრინციპების ცოდნა; 
  • Excel-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

 

პიროვნული უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება და ინფორმაციის დამუშავების უნარი;
  • დროის მართვისა და ორგანიზებულობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!