კომპენსაციებისა და HR რეპორტინგის მენეჯერი
15-07-2026 - 15-08-2026

დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.

ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.

ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა: ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.

 

დეილი ჯგუფი  აცხადებს ვაკანსიას კომპენსაციებისა და HR რეპორტინგის მენეჯერის პოზიციაზე ქ.თბილისში.

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, თენგიზ ჩანტლაძის N40;
  • სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00 სთ (ორშ-ხუთშ); 09:00-14:00 (პარასკევი);

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ქსელის თანამშრომლების სახელფასო პროცესის სრული ციკლის მართვა (ხელფასის გაცემასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება, შემოწმება, გაანალიზება, დამუშავება);
  • სახელფასო პროცესთან დაკავშირებული ინსტრუქციებისა და ინიციატივების მომზადება;
  • თანამშრომლების ნამუშევარი დროის (საათობრივი, ფიქსირებული, ზეგანაკვეთური, ცვლა) კონტროლი და მართვა;
  • ქსელის თნამშრომლებთან სახელფასო საკითხებზე კომუნიკაცია და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
  • სახელფასო კომპონენტების: საგადასახადო გამოქვითვის, საპენსიოს, კომპენსაციების, დანამატების, პრემიის, ავანსის, დანაკლისებისა და სხვა საკითხების პროგრამული ასახვა/ კონტროლი;
  • სახელფასო უწყისის დადგენილ ვადებში მომზადება და ფინანსური სამსახურისთვის წარდგენის უზრუნველყოფა;
  • მენეჯმენტისთვის რეპორტების მომზადება;
  • კომპენსაციებთან დაკავშირებული განსახილველი საკითხების საფუძვლიანი მოკვლევა და შესაბამისი რეაგირება;
  • კომპენსაციების მართვის პროცესის ოპტიმიზაცია;
  • 1C პროგრამაში სახელფასო  ანგარიშგებების  გამართვა და დამუშავება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ფეიროლისა და კომპენსაციების მართვაში (სასურველია დიდი რაოდენობის თანამშრომლების ფეიროლის მართვის გამოცდილება);
  • შრომითი კოდექსისა და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
  • სასურველია პროცესების ოპტიმიზაციის გამოცდილება;
  • აუცილებელია MS Excel პროგრამის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია 1 C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;

 

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული;
  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
  • ინიციატივიანი და შედეგზე ორიენტირებული;
  • კარგი ანალიტიკური უნარ-ჩვევები;

 

 

 

მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!