რეგიონალური მენეჯერი
22-05-2026 - 22-06-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.

ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.

ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა: ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.

დეილი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური მენეჯერის პოზიციაზე.  

 

Სამუშაო პირობები:  

 სამუშაო გრაფიკი - სრული

სამუშაო ადგილი - კომპანიის სავაჭრო ობიექტები თბილისში, ნატახტარში, ბორჯომსა და ბათუმში

 

ძირითადი მოვალეობები:

  • განსხვავებული ფორმატის სავაჭრო ობიექტების  რეგულარული შეფასება და მონიტორინგი, განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად;
  • სავაჭრო ობიექტებში ინვენტარიზაციის გეგმის შესრულების ანალიზი და დანაკლისის მიზეზების დადგენა;
  • სავაჭრო ობიექტებში სასაქონლო მარაგების კონტროლი, საქონლის წყვეტის ან სიჭარბის პრევენციის გზების ძიება;
  • სავაჭრო ობიექტებში ფულადი სახსრების კონტროლი;
  • ახალი სავაჭრო ობიექტების გახსნის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • საჭიროების შემთხვევაში სავაჭრო ობიექტებში კრიტიკული სიტუაციების გადაჭრის უზრუნველყოფა;
  • სავაჭრო ობიექტებში მიმდინარე პროცესების დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დროული  რეაგირება;
  • თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს გაუმჯობესების მიზნით რეგულარული შეხვედრების ჩატარება;
  •  პერსონალთან მუდმივი კომუნიკაცია სხვადასხვა პრობლემების განხილვა და გადაჭრის გზების მოძიება.

 

მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება;

• საცალო ვაჭრობის სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;

• MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის კარგად ფლობა;

• ERPში მუშაობის გამცოდილება (1C ჩაითვლება უპირატესად); 

• მართვის მოწმობა (B კატეგორია), პირადი ავტომობილი - პოზიცია გულისხმობს რეგულარულ გადაადგილებას სხვადასხვა ქალაქებს შორის. 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

• ლიდერობის და გუნდის მოტივაციის უნარი;

• ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

• პრობლემების ანალიზისა და კრიტიკულ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი;

• დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

• ორგანიზების, დაგეგმვის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;

• გამოწვევებთან გამკლავების  უნარი;

• გუნდურად მუშაობისა და კონფლიქტების დარეგულირების უნარი.

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!