დეზინსექცია დერატიზაციის სპეციალისტი
15-05-2026 - 15-06-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.

ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.

ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.

დეილი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას    დეზინსექცია/დერატიზაციის სპეციალისტის   პოზიციაზე

 

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული

 

ძირითადი მოვალოებები:

 

  • სავაჭრო ობიექტის სხვადასხვა ფილიალში დეზინსექციისა და დერატიზაციის სამუშაოების დამოუკიდებლად ჩატარება;
  • კერების გამოვლენა, ობიექტის ვიზუალური შემოწმება;
  • ჩატარებული სამუშაოს შემდეგ დოკუმენტაციის წარმოება;
  • სამუშაო ჟურნალის, ანგარიშების და სხვა სამსახურებრივი დოკუმენტაციის სწორად წარმოება;
  • გამოყენებული ქიმიკატების, ინვენტარისა და სამუშაო ინსტრუმენტების სწორი შენახვა და მოვლა;
  • პრევენციული ღონისძიებების შესახებ კლიენტის წარმომადგენლებისთვის რეკომენდაციების მიცემა.

 

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • აუცილებელია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; 
  • სასურველია დეზინსექციისა და დერატიზაციის  სწავლების დამადასტურებელი სერთიფიკატი; 
  • სანიტარიულ-ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;
  • ქიმიური პრეპარატებისა და სამუშაო ინვენტარის სწორად გამოყენების უნარი;
  • პასუხისმგებლობა, სიზუსტე, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ფილიალებს შორის გადაადგილების მზაობა (მობილურობა);
  • ავტომობილის მართვის მოწმობა — საკუთარი ავტომობილი.

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!