დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.
ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.
ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.
დეილი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი : სათაო ოფისი - თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის 40
სამუშაო გრაფიკი : ორშაბათი - ხუთშაბათი 09:00-17:00
პარასკევი 09:00-14:00
ძირითადი მოვალეობები:
- SPAR Georgia-ს სოციალური მედიის არხების (Facebook, Instagram, TikTok და LinkedIn) მართვა და განვითარება;
- ბრენდის კონტენტსტრატეგიის შემუშავება, კონტენტ კრეატორებთან კოორდინაცია და პროცესის მართვა;
- კონტენტ კალენდარის დაგეგმვა, მართვა და შესრულების მონიტორინგი;
- საერთაშორისო სოციალური მედიის ტრენდების მუდმივი კვლევა, ანალიზი და ბრენდის კომუნიკაციაში ადაპტირება;
- Meta Ads Manager-ის საშუალებით სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, მართვა, ბიუჯეტირება და ოპტიმიზაცია;
- მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა;
- სოციალური მედიის შედეგების ანალიზი, KPI-ების მონიტორინგი და კონტენტის ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე მუშაობა;
- აქციებისა და კამპანიებისთვის საჭირო ინფორმაციისა და ფაილების მომზადება, დიზაინერებთან კოორდინაცია;
- SPAR Georgia-ს ვებგვერდზე სიახლეების, აქციებისა და სხვა კონტენტის განთავსება და მართვა.
ძირითადი მოთხოვნები:
- მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება სოციალური მედიის მართვის მიმართულებით, სასურველია რითეილ სექტორში;
- Meta Business Suite-ისა და Meta Ads Manager-ის პრაქტიკული ცოდნა;
- TikTok-ის, Instagram-ისა და Facebook-ის ალგორითმებისა და თანამედროვე ციფრული ტრენდების კარგი ცოდნა;
- სოციალური მედიის ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება;
- კონტენტ მარკეტინგისა და ციფრული კომუნიკაციის პრინციპების კარგი ცოდნა;
- Microsoft Office-ის (Excel ) ეფექტურად გამოყენების უნარი;
- ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.