დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.
ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.
ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.
დეილი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის #40
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- ინფორმაციული უსაფრთხოების სტრატეგიისა და პოლიტიკების შემუშავება, დანერგვა და პერიოდული განახლება;
- ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის (ISMS) ფუნქციონირების უზრუნველყოფა და მუდმივი გაუმჯობესება;
- ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების შეფასება, იდენტიფიცირება და მართვის გეგმების შემუშავება;
- შიდა და გარე აუდიტების (მათ შორის, სერტიფიცირების პროცესების) დაგეგმვა, კოორდინაცია და გამოვლენილი შეუსაბამობების აღმოფხვრა;
- მონაცემთა დაცვის მიმართულებით აუთსორსინგულ პროვაიდერებთან და სხვა მესამე მხარეებთან თანამშრომლობა უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების მიზნით;
- უსაფრთხოების ინციდენტებზე რეაგირების პროცესის მართვა, გამოძიება და პრევენციული ზომების გატარება;
- თანამშრომლებისთვის ინფორმაციული უსაფრთხოების ცნობიერების ასამაღლებელი ტრენინგების დაგეგმვა და განხორციელება;
- ბიზნესის უწყვეტობის და კრიზისული სიტუაციებიდან აღდგენის გეგმების შემუშავებასა და ტესტირებაში მონაწილეობა;
- IT ინფრასტრუქტურის, ქსელებისა და სისტემების (მათ შორის, დაშვების კონტროლის სისტემების) უსაფრთხოების კონტროლების გეგმარება, შექმნა, ეფექტიანობის. უზრუნველყოფა;
- კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ტექნიკური მხარდაჭერა.
ძირითადი მოთხოვნები:
- ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების მაღალი დონე;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და პროცესების სისტემური ხედვა;
- გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაცია როგორც ტექნიკურ, ისე არატექნიკურ გუნდებთან (მათ შორის, ტოპ-მენეჯმენტთან);
- რთულ სიტუაციებში მუშაობისა და ინციდენტებზე დროული რეაგირების უნარი.