HR ადმინისტრირების სპეციალისტი
10-06-2026 - 10-07-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.

ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.

ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა: ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.

დეილი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას HR ადმინისტრირების სპეციალისტის  პოზიციაზე, 6 თვით დეკრეტული შვებულების პერიოდში. 

 

სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00 სთ (ორშ-ხუთშ); 09:00-14:00 (პარასკევი);

სამუშაო ადგილი: ორხევი, თენგის ჩანტლაძის 40

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • პერსონალის ადმინისტრაციული დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, ბრძანებები, ცნობები) მომზადება;
  •  თანამშრომელთა პირადი საქმეების მართვა: საჭირო დოკუმენტაციის ორგანიზება, დაარქივება;
  •  კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურში;
  • კომპანიაში დანერგილ პროგრამაში პერსონალის მონაცემების შეყვანა და ადმინისტრაციული პროცესების (მიღება/როტაცია/დაწინაურება/გათავისუფლება) დროული და სწორი აღრიცხვა;
  •  პერსონალის სამუშაო დროის სააღრიცხვო ტაბელის კონტროლი;
  •  განსახილველი საკითხების საფუძვლიანი მოკვლევა და შესაბამისი რეაგირება უშუალო ხელმძღვანელთან ერთად;
  • თანამშრომლებთან აქტიური კომუნიკაცია და მხარდაჭერა;

 

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • შრომის კოდექსის ცოდნა;
  • HR ადმინისტრირების მიმართულებით გამოცდილება;
  • აუცილებელია MS Excel პროგრამის ცოდნა მონაცემთა ბაზებთან მუშაობის დონეზე;
  • სასურველია 1 C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია Self.HR-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;

 

 

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;
  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
  • ინიციატივიანი და შედეგზე ორიენტირებული;
  • კოლეგიალური და თანამშრომლობაზე ორიენტირებული;
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<