დასუფთავების მენეჯერი
26-08-2026 - 26-09-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.

ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.

ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.

 

 Daily Group აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების მენეჯერის  პოზიციაზე ქუთაისში. 

 

სამუშაო ადგილი: ქუთაისი, ნიკო ლომაურის მეორე შესახვევი N1

სამუშაო გრაფიკი: სრული

 

ძირითადი მოვალეობები:

  • საწარმოს შიდა და გარე ტერიტორიების, საწარმოო ხაზების, დანადგარებისა და ინვენტარის დასუფთავება-დეზინფექციის გეგმიური გრაფიკების შედგენა;
  • დასუფთავება-დეზინფექციის პროცესის ზედამხედველობა და კონტროლი;
  • ქიმიური საშუალებებისა და ინვენტარის მარაგების რეგულარული მონიტორინგი;
  •  ქიმიური საშუალებებისა და ინვენტარის შესყიდვების დროული დაგეგმვა;
  • პერსონალის ინსტრუქტაჟი ქიმიური საშუალებების უსაფრთხო გამოყენებაზე;
  • დასუფთავების და დეზინფექციის დოკუმენტაციის წარმოება;
  • საწარმოო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეგრეგაციის, უსაფრთხო შეგროვებისა და გატანის პროცესის მართვა.

 

ძირითადი  მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (კვების მრეწველობაში ან საკონდიტრო სექტორში) ჩაითვლება უპირატესობად;
  • HACCP-ის პრინციპებისა და კვების საწარმოებში მოქმედი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ცოდნა;
  • გუნდის ეფექტურად მართვისა და ლიდერობის უნარი;
  • დროის მენეჯმენტი, დეტალებზე ორიენტირებულობა, მაღალი დატვირთვის პერიოდში სწრაფი რეაგირებისა და გუნდის მობილიზების უნარი;

 

 

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!